თუშეთში დაავადებულ ფიჭვნარს შველა სჭირდება

This slideshow requires JavaScript.

თუშეთის ეკოსისტემის შესანარჩუნებლად, მისი ფლორისა და ფაუნის დასაცავად, მისი უნიკაური ფიჭვნარებისა და არყნარების კონსერვაციისათვის 1980 წელს შეიქმნა თუშეთის ნაკრძალი, რომელიც ბაწარისა და ბაბანურის ნაკრძალებთან ერთად ახმეტის ნაკრძალის შემადგენლობაში შევიდა.

თუშეთის მცენარეულობა ენდემიზმის საოცრად მაღალი დონით ხასიათდება. აქური ფლორის 230 წარმომადგენელი კავკასიის ენდემია. (რაც კავკასიის ენდემთა საერთო რაოდენობის 20 პროცენტზე მეტია), ხოლო თუშეთში გავრცელებულ მცენარეთა 11 სახეობა მხოლოდ საქართველოში გვხვდება.

თუშეთში თითქმის არ გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყე. სამაგიეროდ, ბევრია ფიჭვნარი, იქაური ფიჭვნარები ორივე ალაზნის ნაპირებიდან ასდევს მთის ფერდობებს და ზღვის დონიდან 2000-2200 მეტრამდე აღწევს.

თუმცა დღეს, სოფელ დიკლოს მიმდებარე ტერიტორიებზე, უნიკალურ ფიჭვნარს სოკოვანი დაავადება აქვს, ახალგაზრდა ხეები ზეზეულად ხმებიან და ფესვებიანად ეცემიან. დიკლოს მიმდებარე მთებზე მასიუარადაა ამ დაავადებისგან ხეები წაქცეული.

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე თუ დროულად არ აღიკვეთა ხეების ეს დაავადება, ტყეებს მასობრივი განადგურება ემუქრება.

 

მასალის გამოყენებისას გთხოვთ მიუთითოთ წყარო