არასამთავრობოებისა და პარლემენტის წევრთა შეხვერდა გარემოს სფეროში პრობლემებთან დაკავშირებით

bakuriani 001 “მწვანე ალტერნატივას“ ინიციატივით, მოეწყო შეხვერდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა დიალოგი გამართეს. ღონისძიებას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ესწრებოდა “საქოქალაქო განვითარებისათვის სოციალური აქტივობაც.” მისი წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვნენ დებატებში.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა პარლამენტის კომიტეტის წევრებისთვის გარემოსდაცვით სექტორში არსებული პრობლემური საკითხებისა თუ გამოწვევების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვის გაცნობა, ასევე, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და ფორმებზე შეთანხმება. შეხვედრას ესწრებოდნენ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ცაგარეიშვილი, გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი და სხვ.

შეხვედრაზე განიხილეს: – საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; გარემოსდაცვითი მართვის ინსტრუმენტები – საკანონმდებლო ხარვეზები და მათი პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები; საქართველოს ტყეების მართვისა და დაცვის პრობლემები; ბუნებრივი რესურსების მართვა; განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საკითხები; ენერგეტიკული პროექტები და მათი ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე.